2015 წლის, 27 ოქტომბერს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით, საგანმანათლებლო საბჭოს პატრონაჟით და ევროკავშირის და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის („საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მხარდაჭერა“) მხარდაჭერით, მრგვალი მაგიდა გაიმართა, სადაც განხილულ იქნა სამოქალაქო სამართალწარმოების აქტუალური საკითხები, როგორებიცაა მოსამართლის როლი შეჯიბრებითობის პრინციპის კონტექსტში და მტკიცების ტვირთის გადანაწილება. შეხვედრის მიზანი იყო მოსამართლეების და ადვოკატების ერთობლივი მონაწილეობა დისკუსიაში, ორი განსხვავებული პერსპექტივის ჭრილში საკითხების შეფასების თვალსაზრისით.
შეხვედრაში ექსპერტების რანგში მონაწილეობა მიიღეს დიდი სამოსამართლო გამოცდილების მქონე იურისტებმა ქ–ნ ნათია გუჯაბიძემ და ქ–ნ ქეთევან მესხიშვილმა. შეხვედრა საინტერესო და ინტერაქტიული დისკუსიის ფორმით წარიმართა და ადვოკატებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია თანამედროვე სასამართლო პრაქტიკის თაობაზე. ექსპერტთა მხიდან აღინიშნა ის პროფესიული განვითარება და შესამჩნევი პროგრესი, რაც ადვოკატთა ასოციაციამ განიცადა თავისი არსებობის 10 წლიანი ისტორიის მანძილზე.
ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრი, საგანმანათლებლო საბჭოს პატრონაჟით, კვლავაც გაარძელებს ასეთი ტიპის სადისკუსიო შეხვედრების ორგანიზებას, როგორც სამოქალაქო, ასევე სამართლის სხვა დარგების აქტუალურ საკითხებზე.